Services

“ბენო სთოუნი”-ს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ სივრცის დაგეგმარებაში, არქიტექტურული თუ ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შექმნასა და პროექტის დასრულებაში.

ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს გაცილებით მეტს ვიდრე ეს ბუნებრივი ქვების შეთავაზებაა. ჩვენ გაგვაჩნია ქვის გადამაგუშავებელი ქარხანა  იტალიური SIMEC-ის დანადგარებით, ასევე ქვის საჭრელი დაზგები.ჩვენ ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქვის CNC როუტერით, ასევე, წყლის ჭავლით ჭრა, რის შედეგადაც ვაწარმოებთ ქვის მასალებს  კიბის უჯრედის, კედლის, ფასადის,  მაგიდის, იატაკისა და  ბუხრის ელემენტისთვის,ასევე სამზარეულოსა და აბაზანის ინვენტარისთვის.

ჩვენ გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებებს

  • სასურველი ქვის შერჩევა;
  • გამოცდილი სპეციალისტის მომსახურება;
  • ინდივიდუალური პროექტის დიზაინი;
  • დაგეგმვა, მონტაჟი, მონიტორინგი;
  • ბუხრის მოპირკეთება, კიბის მოწყობა, მაგიდების, ბარის ზედაპირების, აბაზანისა და სამზარეულოს ინვენტარის დამზადება, იატაკისა და ფასადის მოპირკეთება.

ღია სივრცე

ბუნებრივი ქვა არის ლამაზი იერსახის მიმნიჭებელი, გამძლე მასალა ისეთი ღია სივრცეებსთვის როგორიცაა ბაღები, ეზო, ქუჩა, საცურო აუზი, აივანი და სხვ.

გრანიტის ქვისგან დამზადებული ინვენტარი – სკვერის სკამები, შადრევანი, საყვავილეები, პიკნიკის მაგიდა სკამებით, გარე ბუხრები და სხვა, გამოირჩევა მდიდრული იერსახით, გამძლეობითა და კლიმატური პირობებისადმი მდგრადობით.

კოლონები და რიკულები

კოლონები არის ძველი  კლასიკური სტილისა და ელეგანტურობის თვალსაჩინო გამოხატულება. კოლონებს აქვს ორმაგი დატვირთვა, ისინი შენობის ვერანდებს უფრო დაცულს ხდიან, ასევე ქმნიან გამორჩეულ არქიტექტურულ სტილს. მათ შეხვდებით მუზეუმებში, სახლებში, ბანკებში, კოლეჯებსა და ქალაქის შენობა-ნაგებობებზე, როგორც სიდიადისა და კეთილდღეობის სიმბოლოს.

ქვის რიკულები გამოიყენება, როგორც შიდა ინტერიერში, ასევე გარე სივრცეში. რიკულები კიბის განუყოფელი ელემენტია,  შეხვდებით ბუხრის გარშემო, აივნებზე, სხვადასხვა დანიშნულების საყრდენების სახით. 

ჩვენ ვამზადებთ კონკრეტული ზომების ულამაზეს მარმარილოსა და ტრავერტინის ქვის კოლონებსა და რიკულებს. აგრეთვე გვაქვს ყველა საჭირო მოწყობილობა მათი მონტაჟისთვის თქვენი სახლისა თუ სამუშაო ადგილის მოსაწყობად.

მაგიდა

მარმარილოს, გრანიტის, ტრავერტინის და ონიქსის ქვების გამოყენებით ჩვენ ვაპროექტებთ და ვამზადებთ ოთხკუთხა, ოვალურ და სხვადასხვა ფორმის მაგიდებს სასადილოსთვის, ეზოსთვის, სამზარეულოსთვის, კაფეებისთვისა და რესტორნებისთვის.

გრანიტის ქვა არის გამძლე და მტკიცე, რომელიც საუკეთესო არჩევანია სამზარეულოს და ეზოს მაგიდებისთვის. ხოლო მარმარილოსა და ონიქსის ქვა, მდიდრული იერით და ელეგანტურობით, შესაფერისია სამუშაო, კედელთან და დივანთან მისადგმელი დეკორატიული მაგიდებისთვის. ტრავერტინის ქვა იდეალურად უძლებს მეტეოროლოგიურ პირობებს და მიზანშეწონილია გარე მოხმარებისთვის. ჩვენი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას თქვენი სივრცისთვის შესაფერისი ქვის და დიზაინის შერჩევისას.

სამზარეულო

ბუნებრივი ქვებით მოპირკეთებული სამზარეულო, შექმნის ეკოლოგიურ გარემოს და მოგანიჭებთ დადებით სტიმულს და კრეატიულობას საკვების მომზადების პროცესში.  ბუნებრივი ქვების, მაგალითად გრანიტის, ისეთმა თვისებებმა, როგორიცაა მდგრადობა, ლამაზი იერსახე და გამძლეობა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ მასალების სასარგებლოდ თქვენს არჩევანზე.

ბუნებრივი ქვების ლამაზი იერსახე, გამძლეობა და ადვილად მოვლადობა არის ის იდეალური თვისებები, რომელიც საჭიროა ნებისმიერი ზედაპირისთვის, გაშხეფებისგან დამცავი პანელების, სამზარეულოს კედლებისა და სასადილოს მაგიდებისთვის.

კიბე

ქვის კიბეების მოწყობა არის იდეალური გზა გამორჩეული სივრცის შესაქმნელად. ჩვენი ქვის სპეციალისტები დაგიპროექტებენ და მოგიწყობენ ულამაზეს კიბეებს.
თუ უპირატესობას ანიჭებთ კლასიკურ-ტრადიციულ ან ულტრა-თანამედროვე სტილს, ორივე შემთხვევაში ბუნებრივ ქვა არის საუკეთესო არჩევანი, რათა დაამშვენოთ თქვენი სახლი უმნიშველოვანესი ნაწილი.

გრანიტის ქვის კიბეები გამოიყენება როგორც გარეთ, ისე შენობის შიგნით და გამოირჩევა მექანიკური ზემოქმედების მიმართ მდგრადობით. გრანიტის ქვისგან დამზადებული კიბეები არ საჭიროებს დამატებით მოვლას და ყველა კლიმატური პირობეში ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს.

მარმარილოს ქვის კიბეები გამოირჩევა სიმტკიცით და გამძლეობით, თუმცა ძირითადად შესაფერისია შიდა გამოყენებისთვის. გარდა ამისა, მარმარილოს ქვის კიბის საფეხურები საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. სწორი მოვლის პირობებში, მარმარილოს ქვის საფეხურები დიდი ხნის განმავლობაში იქნება თქვენს სამსახურში.

ტრავერტინის ქვის კიბეები ძალიან გამძლეა სითბური ზემოქმედების მიმართ,არ სრიალებს, ამიტომ გონივრულია მისი გამოყენება გარე სივრცეში გარდა ამისა, ის იაფია სხვა ბუნებრივ ქვებთან შედარებით.

სააბაზანო

აბაზანის ბუნებრივი ქვებით მოპირკეთება შესანიშნავი იდეაა. მარმარილოს, გრანიტის, ონიქსის ან ტრავერტინის ქვები შესძენენ სილამაზეს, გამძლეობასა და სიმტკიცეს თქვენი სააბაზანოს ცალკეული ელემენტების ზედაპირებს, კედლებსა და იატაკს. გარდა ამისა, სხვა მოსაპირკეთებელ მასალებისგან განსხვავებით, ბუნებრივი ქვებით აბაზანის მოწყობა , მნიშვნელოვნად ზრდის თქვენი საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიურობას.

გრანიტი არის ყველაზე გამძლე ბუნებრივი ქვა და მოითხოვს მინიმუმალურ მოვლას. მარმარილოსა და ტრავერტინის ქვები მგრძნობიარეა მჟავების მიმართ, ამიტომ აბაზანაში კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა იქონიოს ნეგატიური გავლენა მათ გარეგნულ იერსახეზე.

ბუხარი

ბუნებრივი ქვებით მოპირკეთებული ბუხარი გამოირჩევა ესთეტიურობით, გამძლეობით, არის ეკომეგობრული, მხურვალმედეგი.ის სძენს დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას თქენს სახლს. ბუნებრივი ქვებით გაწყობილი ბუხარი მნიშვნელოვნდ აუმჯობესებს  სახლის ესთეტიკურ იერსახეს.ის არა მხოლოდ ათბობს და ხდის თქვენს სივრცეს ძალიან კომფორტულს, არამედ  ოჯახის წევრების თავშეყრის მიზეზიც ხდება.

გრანიტის ქვა ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მასალაა. მისი გაწმენდა ძალიან ადვილია. არის ასევე მხურვალმედეგი და წარმატებით გამოიყენება შეშის ბუხრებისთვის.

მარმარილოს ქვა თქვენს ბუხარს მიანიჭებს თანამედროვე, ნათელ და ელეგანტურ იერს. ამასთან, მარმარილოს ქვა მოითხოვს უფრო ინტენსიურ მოვლას, ვიდრე სხვა ბუნებრივი ქვები. თუმცა სწორი მოვლის შემთხვევაში, მარმარილოს ქვა დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპის ბუხრისთვის და შეიძლება გახდეს თქვენი მისაღები ოთახის მნიშვნელოვანი ატრიბუტი.

ტრავერტინი ძალიან მოქნილი ქვაა. არქიტექტურული იერსახის შექმნის მიზნით მისი გაწყობა ხდება აგურის წყობად. ძველებური სტილის მისაღებად შესაძლებელია მისი ამოჩუქურთმება.ბუხრის მოსაპირკეთებლად გამოიყენება როგორც გაპრიალებული, ასევე,გაუპრიალებელი რავერტინი.

დეკორატიული ქვა ხასიათდება ეკონომიურობით. მისი მონტაჟი არის წარმოუდგენლად მარტივი. გარდა ამისა, დეკორატიული ქვა ამრავალფეროვნებს თქვენს სივრცეს სხვადასხვა ბუნებრივი შეფერილობით. არის რელიეფური ზედაპირის მქონე, რაც დეკორატიულ ქვას გამოარჩევს ყველა დანარჩენი მასალისგან, ამის ხარჯზე ის უფრო ბუნებრივ ეფექტს ტოვებს.

კედელი

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტექსტურისა და ფერის ბუნებრივი ქვების ფართო არჩევანი, როგორიცაა დეკორატიული ქვა , ონიქსი, მარმარილო, გრანიტი და ტრავერტინი. ეს ქვები სრულიად ბუნებრივი წარმოშბისაა და ხასიათდებიან განსაკუთრებული ესთეთიკური იერსახით.

ბუნევრივი ქვებით თქვენ შეძლებთ როგორც შიდა, ასევე გარე სივრცის კედლის მოწყობას . ისინი ანიჭებენ ელეგანტურ იერს ბუხრის ეკრანს, ტელევიზორისა და მისაღებ ოთახის კედლებს, საძინებელისა აბაზანის ფასადებს, ასევე არგვავიწყდება ჩვენი გემიერლი კუთხის, სამზარეულოსა და თბილი, კომფორტული აივანის კედლების მოწყობა ბუნებრივი ქვებით.

ბუნებრივი ქვები გამოირჩევიან არა მხოლოდ მაღალი გამძლეობით, არამედ ისინი განაპირობებენ თბილ და სასიამოვნო გარემოს.

იატაკი

თუ გსურთ ხანგრძლივი ბუნებრივი ელეგანტურობით აღსავსე და მდიდრული გარემოს შექმნა, მაშინ საუკეთესო არჩევანი თქვენი იატაკის პოსაპირკეთებლად მარმარილოს უნიკალური ქვებია.  თანამედროვე მსოფლიოს დიზაინის კონცეფციაში მარმარილო რჩება როგორც მარადიული მშვენიერების სიმბოლო.

გრანიტი არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი ქვა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიმკვრივით, გამძლეობით, ტემპერატურისა და წყლის  მიმართ მდგრადობითი.ის  მოითხოვს მინიმალურ მოვლას, აქედან გამომდინარე რეკომენდირებულია მისი გამოყენება გარე სივრცეებისთვის.

ტრავერტინის ქვას გააჩნია ბუნებრივად არასრიალა ტექსტურა, რის გამოც ის იდეალური არჩევანია საცურაო აუზების ნაპირებისთვის, აბაზანებისა და საშხაპეების იატაკების მოსაპირკეთებლად, აგრეთვე გამოირჩევა სითბური ზემოქმედების მიმართ მედეგობით და წარმატებით გამოიყენება ღია სივრცეებში.

ფასადი

ბუნებრივი ქვა არის ძირითადი სამშენებლო მასალა, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა ფასადების მოსაპირკეთებლად.

იგი გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით, სტაბილური ღირებულებითა დამოვლის სიმარტივით. ბუნებრივი ქვის ფასადები  შესაფერისია როგორც ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობებისთვის, ასევე სახლის, კორპუსის, ოფისისა თუ კომერციული ფართის ფასადებისთვის . ქვის ფასადებიდან საუკეთესო მასალაა გრანიტი, ტრავერტინი და დეკორატიული ქვები.

გრანიტის ქვა ბაზარზე არსებულ მასალათა შორის ყველაზე გამძლეა, სწორედ ამიტომ მას ფართოდ იყენებენ ექსტერიერში.

კომპანია „ბენო სთოუნი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სხადასხვა ფერის ბუნებრივი ქვების ფართო აჩევანს, როგორიცაა მარმარილო, გრანიტი, ტრავერტინი, დეკორატიული ქვა და ონიქსი.

აქციეთ თქვენი იდეები რეალობად.

უფასო კონსულტაცია
(+995 32) 259 9100