ბენო სთოუნი

კომპანია „ბენო სთოუნი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სხადასხვა ფერის ბუნებრივი ქვების ფართო აჩევანს, როგორიცაა მარმარილო, გრანიტი, ტრავერტინი, დეკორატიული ქვა და ონიქსი.

ბუნებრივი ქვა არის მარადიული ელეგანტურობის, მიმზიდველი დიზაინისა და ეკომეგობრული მასალის სიმბოლო. ბუნებრივი ქვა არ კარგავს თავის მიმზიდველობას დროთა განმავლობაში, ის როგროც ინტერიერს, ასევე ექსტერიერს  ანიჭებს მდიდრულ იერსახეს. თანამედროვე ინტერიერისთვის და დეკორაციებისთვის არსებობს უამრავი სახეობის ბუნებრივი ქვა, მათ შორის აღსანიშნავია ელეგანტური მარმარილო, გამძლე გრანიტი, წარმტაცი ონიქსი და სადა ტრავერტინი.

Services

მარმარილო.

მარმარილო-„მბზინავი ქვა“ წარმოადგენს მეტამორფულ ქანს, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია დედამიწის ქერქში სითბოს, წნევის და სხვა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ის ძირითადად გამოიყენება ქანდაკებებისთვის, ისევე როგორც კლასიკური სამშენებლო მასალა შიდა ინტერიერის მოსაწყობად და დეკორაციების შესაქმნელად. მეტამორფული თვისებების, წარმოშობის რეგიონის, მასში მინერალების, კერძოდ კალციტის (კირქვა) რაოდენობრივი შემადგენლობის მიხედვით, არსებობს სხვადასხვა ტექსტურისა და ფერის მქონე მარმარილო. თანამედროვე მსოფლიოს დიზაინის კონცეფციაში მარმარილო რჩება როგორც მარადიული მშვენიერების სიმბოლო.

გრანიტი .

გრანიტი არის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი ქვა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიმკვრივით.ის  მოითხოვს მინიმალურ მოვლას. გრანიტის ძირითად შემადგენლობაში შედის კვარცი და მინდვრის შპატი, რაც ანიჭებს მას ბუნებრივ სიმტკიცეს. გრანიტის წარმოქმნა დაკავშირებულია ბუნებაში მიმდინარე ექსტრემალურ პროცესებთან, რაც განაპირობებს მის მყარ სტრუქტურას.

ფერისა და სისქის მიხედვით ,გრანიტის ქვის სხვადასხვა სახეობები არსებობს. სისქე მერყეობს 2სმ-დან 3 სმ-მდე, სიგანე- 40სმ-დან 90სმ-მდე. ჩვენ შეგვიძლია თქვენთვის სასურველი ზომების (სიგანე, სიგრძე) გრანიტის ქვის ფილების დამზადება.

GRANITE

ტრავერტინი.

ტრავერტინი წარმოადგენს კორქვული ტიპის ბუნებრივ ქვას. მისი ფორმირება ხდება კალციუმით მდიდარი წყლების გარემოში. წყლის ზემოქმედების შედეგად ტრავერტინს ახასიათებს ზოლები, ხოლო გაზების ზემოქმედება განაპირობებს ქვის ფოროვან სტრუქტურას. აქედან გამომდინარე ტრავერტინის ქვას აქვს კონცენტრიული ტექსტურა და ფოროვანი ზედაპირი. გაპრიალების შედეგად შესაძლებელია ქვის გლუვი ზედაპირის მიღება. ტრავერტინის ქვის ფერები მერყეობს ნაცრისფერიდან წითელი მარჯანის შეფერილობამდე.

ონიქსი .

ულამაზეს, გამჭვირვალე და მრავალფეროვან ონიქსის ქვას ასევე “ბელადების ქვას” უწოდებენ, მას ინტერიერში შემოაქვს მდიდრული იერსახე. ონიქსის ქვის ფილები თავისი უნიკალური დინამიური ტექსტურით ქმნის დამაინტრიგებელ და ულამაზეს გარემოს. ის გამოიყურება, როგორც ძვირფასი ქვა ქარვის ტალღოვანი ხაზებით, სპილოს ძვლის ფერთან შეზავებული თეთრი სითხისმაგვარი ფაქტურით.

ონიქსის ქვას გააჩნია ყველაზე გასაოცარი ტექსტურული თავისებურებები. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნების მხატვრული ტილო. გარდა ამისა ონიქსი შესანიშნავი ქვაა,

ონიქსის ქვის ამ თავისებურებების გამო ის ადვილად ნათდება. განათება მეტად მნიშვნელოვანია ონიქსის ქვის ფერების უკეთ წარმოსაჩენად. ონიქსის განათებული ქვა ძალიან უხდება სახლის, სასტუმროს, რესტორნის ინტერიერის კედლებს, რესტორნის ბარებს, სასტუმროს ვესტიბიულებს.

გარადა ამისა ონიქსი ნახევრად ძვირფას ქვათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც გეხმარებათ ნეგატიური აურისგან თავის დაღწევაში

დაგვიკავშირდით.
Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.