„ბენო სთოუნი“ არის ბუნებრივი ქვების მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის,  სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის სამშენებლო ქვებს, როგორიცაა მარმარილო,  გრანიტი,  ტრავერტინი, დეკორატიული ქვა და ონიქსი.  2012 წლიდან, დაარსებიდან დღემდე კომპანიამ განიცადა  მნიშვნელოვანი ზრდა, მოიცვა საბაზრო სივრცის ფართო არეალი და გახდა მაღალი ხარისხის ბუნებრივი ქვების წარმოების ეტალონი. 

ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს გაცილებით მეტს ვიდრე ეს ბუნებრივი ქვების შეთავაზებაა. ჩვენ გაგვაჩნია ახალი დანადგარები და ტექნოლოგიები, როგორიცაა ქვის CNC და წყლის ჭავლით ჭრის დანადგარები, ქვის მასალისგან კიბის უჯრედების, მაგიდების, სკამების, სამზარეულოს და სააბაზანოს ინვენტარის, ბუხრის ელემენტების და სხვა ინვენტარის დასამზადებლად. ჩვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ სივრცის დაგეგმარებაში, არქიტექტურული თუ ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შექმნასა და პროექტის დასრულებაში.

ჩვენ გთვაზობთ ყველა სახის  სამშენებლო და დეკორატიული ბუნებრივი ქვების ფართო არჩევანს  სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა ირანი, თურქეთი და ინდოეთი. მაგალითისთვის, სპარსული ბუნებრივი ქვები განეკუთვნება უმაღლესი ხარისხის, ულამაზესი იერსახის მქონე პროდუქციას,  თავისი გასაოცარი ისტორიით და მსოფლიოში აღიარებული  დამზადების უნიკალური ხელოვნებით.

ბუნებრივი ქვების მომწოდებელი კომპანია “ბენო სთოუნი”-ს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ სივრცის დაგეგმარებაში, არქიტექტურული თუ ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შექმნასა და პროექტის დასრულებაში.