ტრავერტინი

ტრავერტინი წარმოადგენს კორქვული ტიპის ბუნებრივ ქვას. მისი ფორმირება ხდება კალციუმით მდიდარი წყლების გარემოში. წყლის ზემოქმედების შედეგად ტრავერტინს ახასიათებს ზოლები, ხოლო გაზების ზემოქმედება განაპირობებს ქვის ფოროვან სტრუქტურას. აქედან გამომდინარე ტრავერტინის ქვას აქვს კონცენტრიული ტექსტურა და ფოროვანი ზედაპირი. გაპრიალების შედეგად შესაძლებელია ქვის გლუვი ზედაპირის მიღება. ტრავერტინის ქვის ფერები მერყეობს ნაცრისფერიდან წითელი მარჯანის შეფერილობამდე.  

ტრავერტინის ქვის თბილი ფერები და რბილი ტექსტურა ანიჭებს სივრცეს სიძველის იერს, რაც ყოველთვის იყო და იქნება აქტუალური

ტრავერტინის ქვა ძირითადად გამოიყენება შენობა-ნაგებობებისთვის. ის არის ერთ-ერთი იმ ბუნებრივი ქვებიდან, რომელიც გამოიყენება გარე იატაკის, ეზოსა და ბაღის ბილიკების მოსაპირკეთებლად.რადგანაც ტრავერტინი, როგორც ბევრი სხვა ბუნებრივი ქვა, გამოირჩევა სითბური ზემოქმედების მიმართ მაღალი მედეგობით, მისი გამოყენება რეკომენდირებულია გარე დეკორაციებისთვის. ამ თვალსაზრისით იტალიაში რომის კოლიზეუმი წამოადგენს დიდებული არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითს.

ტრავერტინი არის საუკეთესო არჩევანი, თუ გსურთ ფოიეში ან დერეფნებში შეიტანოთ მდიდრული ელემენტები

ტრავერტინის ქვა გამოიყენება შემდეგი ობიექტებისთვის

  • სამზარეულოს ზედაპირები
  • სააბაზანო
  • ბუხარი
  • საუცურაო აუზის ნაპირები
  • ტროტუარები
  • შხეფებისგან დამცავი პანელები
  • კედლები
  • იატაკის საფარი
  • კიბის უჯრედები

უპირატესობები

  • ტრავერტინის ქვა იაფია სხვა ქვებთან შედარებით
  • ტრავერტინის ქვა ძალიან გამძლეა წყლის და ნესტის მიმართ
  • ტრვერტინის ქვა ეკომეგობრულია
  • გააჩნია ბუნებრივად არასრიალა ტექსტურა, რის გამოც ის იდეალური არჩევანია საცურაო აუზების ნაპირებისთვის, აბაზანების და საშხაპეების იატაკების მოსაპირკეთებლად.

ნაკლოვანებები

  • ტრავერტინის ქვას გააჩნია ბევრი ხვრელური არხი. ეს გარემოება წარმოადგენს ტრავერტინის მასალის მნიშვნელოვან ნაკლოვანებას. ჰაერის და ნესტის ზემოქმედებით შესაძლებელია  დროთა განმავლობაში მოხდეს აღნიშნული ხვრელური არხების დეფორმაცია. 
  • ტრავერტინის ქვის გამოყენება არ არის რეკომენდირებული სამზარეულოს ზედაპირებისთვის
  • ტრავერტინის ქვა მოითხოვს მეტ ყურადღებას ელეგანტურობის და ლამაზი იერსახის შენარჩუნების მიზნით

ფერის მიხედვით არსებობს ტრავერტინის ქვის სხვადასხვა სახეობა.  ზედაპირის დამუშავების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მიიღება გაპრიალებული, მქრქალი, გახეხილი ტექსტურები.  სისქე მერყეობს 2სმ-დან 5 სმ-მდე, სიგანე- 40სმ-დან 60სმ-მდე. ჩვენ შეგვიძლია  თქვენთვის სასურველი ზომების (სიგანე, სიგრძე) ტრავერტინის ქვის ფილების დამზადება.