სააბაზანო

მოაწყვეთ თქვენი სააბაზანო ბუნებრივი ქვებით

მოაწყოთ თქვენი აბაზანა ბუნებრივი ქვებით შესანიშვავი იდეაა. მარმარილოს, გრანიტის, ონიქსის ან ტრავერტინის ქვები შესძენს სილამაზეს, გამძლეობას და სიმტკიცეს თქვენი სააბაზანოს ცალკეული ელემენტების ზედაპირებს, კედლებს და იატაკს. გარდა ამისა, სხვა ტიპის მოსაპირკეთებელი მასალებისგან განსხვავებით, ბუნებრივი ქვებით გაწყობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება თქვენი აბაზანის ეკონომიკური ღირებულება.

გრანიტი არის ყველაზე გამძლე ბუნებრივი ქვა, ვიდრე მარმარილო და ტრავერტინი, და მოითხოვს მინიმუმალურ მოვლას. მარმარილოს და ტრავერტინის ქვები მგრძნობიარეა მჟავების მიმართ, ამიტომ აბაზანაში კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა იქონიოს ნეგატიური გავლენა მათ გარეგნულ იერსახეზე.