ონიქსი

ულამაზეს, გამჭვირვალე და მრავალფეროვან ონიქსის ქვას შეუძლია მოგიტანოთ მდიდრული იერსახე. ონიქსის ქვის ფილები თავისი უნიკალური დინამიური ტექსტურით ქმნის დამაინტრიგებელ და ულამაზეს გარემოს. ის გამოიყურება, როგორც ძვირფასი ქვა ქარვის ტალღოვანი ხაზებით, სპილოს ძვლის ფერთან შეზავებული თეთრი სითხისმაგვარი ფაქტურით.  

ონიქსის ქვას გააჩნია ყველაზე გასაოცარი ტექსტურული თავისებურებები. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნების მხატვრული ტილო.  გარდა ამისა ონიქსი შესანიშნავი ქვაა, რომელიც გეხმარებათ ნეგატიური აურისგან თავის დაღწევაში.

ონიქსის ქვის ამ თავისებურებების გამო ის ადვილად ნათდება. განათება მეტად მნიშვნელოვანია ონიქსის ქვის ფერების უკეთ წარმოსაჩენად. ონიქსის განათებული ქვა ძალიან უხდება სახლის, სასტუმროს, რესტორნის ინტერიერის კედლებს, რესტორნის ბარებს, სასტუმროს ვესტიბიულებს.

ულამაზეს, გამჭვირვალე და მრავალფეროვან ონიქსის ქვას შეუძლია მოგიტანოთ მდიდრული იერსახე.

ონიქსი გამოიყენება შემდეგი ობიექტებისთვის

  • სამზარეულოს ზედაპირები
  • სააბაზანო
  • კედლები
  • იატაკის საფარი
  • სასტუმროს ვესტიბიული
  • რესტორნის ბარები
  • ოთახის გამყოფი კედელი
  • ბუხრის თაროები
  • ავზები

უპირატესობები

  • სიმსუბუქე, ადვილია მისი მონტაჟი მხატვრული დეკორაციებისთვის
  • გამჭვირვალობა, გააჩნია რბილი ზედაპირი და ირეკლავს შუქს,  რაც სძენს მას მეტ სილამაზეს და დელიკატურობას
  • ფერადი და ორნამენტებიანი,  ყველაზე ხშირად გვხვდება კრემის, ოქროს, წითელ და მწვანე ფერებში

ნაკლოვანებები

  • მასალის სიძვირე
  • ინტენსიური მოვლის საჭიროება, პირვანდელი იერსახის მისაღებად საჭიროა მისი გაწმენდა
  • ბუნებრივი ფორიანობა, ის შეიძლება ადვილად დაზიანდეს. ონიქსის ქვის იატაკს უნდა მოეპყრათ ძალიან ფრთხილად