მარმარილო

მარმარილო-„მბზინავი ქვა“ წარმოადგენს მეტამორფულ ქანს, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია დედამიწის ქერქში სითბოს, წნევის და სხვა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ის ძირითადად გამოიყენება ქანდაკებებისთვის, ისევე როგორც კლასიკური სამშენებლო მასალა შიდა ინტერიერის მოსაწყობად და დეკორაციების შესაქმნელად. მეტამორფული თვისებების, წარმოშობის რეგიონის, მასში მინერალების, კერძოდ კალციტის (კირქვა) რაოდენობრივი შემადგენლობის მიხედვით არსებობს სხვადასხვა ფერისა და ძარღვების განსხვავებული შეფერილობის მარმარილო. თანამედროვე მსოფლიოს დიზაინის კონცეფციაში მარმარილო რჩება როგორც მარადიული მშვენიერების სიმბოლო.

მრავალფეროვანი ფაქტურისა და მრავალრიცხოვანი ფერების მქონე კლასიკური მასალა

მარმარილოს ქვა გამოიყენება შემდეგი ობიექტებისთვის

  • იატაკის საფარი
  • სააბაზანო
  • კიბის უჯრედები
  • გარე ფასადები
  • ბუხარი

უპირატესობები

  • ელეგანტური და წარმოუდგენლად მომხიბვლელი იატაკისთვის
  • მიმზიდველი და  მასიური. მარმარილოს ქვა არასოდეს გადის მოდიდან

ნაკლოვანებები

  • მოითხოვს გამოცდილ მემონტაჟეს
  • ზოგადად არის რბილი ქვა, ამიტომ შესაძლებელია ადვილად გაიკაწროს

ფერის და დაძარღვულობის ინტენსიურობის მიხედვით არსებობს მარმარილოს ქვის სხვადასხვა სახეობა. სისქე მერყეობს 2სმ-დან 3,5 სმ-მდე, სიგანე- 40სმ-დან 60სმ-მდე. ჩვენ შეგვიძლია  თქვენთვის სასურველი ზომების (სიგანე, სიგრძე) მარმარილოს ქვის ფილების დამზადება