მაგიდა

ბუნებრივი ქვის მდიდრული გარემო თქვენი სახლისთვის

მარმარილოს, გრანიტის, ტრავერტინის და ონიქსის ქვების გამოყენებით ჩვენ ვაპროექტებთ და ვამზადებთ ოთხკუთხა, ოვალურ და სხვადასხვა ფორმის მაგიდებს სასადილოსთვის, ეზოსთვის, სამზარეულოსთვის, კაფეებისთვის და რესტორნებისთვის.

ბუნებრივ ქვებს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც დაკავშირებულია თქვენი სახლის, კაფეს, რესტორნის თუ სხვა ობიექტის სხვადასხვა ადგილებში მათ გამოყენებასთან. მაგალითად, გრანიტის ქვა არის გამძლე და მტკიცე, რომელიც საუკეთესო არჩევანია სამზარეულოს და ეზოს მაგიდებისთვის. ხოლო მარმარილოს ქვა თავისი მდიდრული იერით და ელეგანტურობით შესაფერისია სასადილოს, სამუშაო, კედელთან და დივანთან მისადგმელი მაგიდებისთვის. ჩვენი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას თქვენი სივრცის შესაფერისი ქვის და დიზაინის შერჩევისას.