კოლონები და რიკულები

კოლონებიდა რიკულები თქვენი სახლის სიმტკიცისთვის და მდიდრული იერსახისთვის

კოლონები არის კლასიკური სტილის და ელეგანტურობის თვალსაჩინო გამოხატულება. კოლონებს აქვს ორმაგი დატვირთვა, ისინი შენობის ვერანდებს უფრო დაცულს ხდიან, ასევე ქმნიან გამორჩეულ არქიტექტურულ სტილს. მათ შეხვდებით მუზეუმებში, სახლებში, ბანკებში, კოლეჯებსა და ქალაქის შენობა-ნაგებობებზე, როგორც სიდიადისა და კეთილდღეობის სიმბოლოს.

არქიტექტურულ კოლონებს აქვს ორმაგი დატვირთვა, ისინი შენობის ვერანდებს უფრო დაცულს ხდიან, ასევე, ქმნიან გამორჩეულ არქიტექტურულ სტილს.

ქვის რიკულები გამოიყენება, როგორც შიდა ინტერიერში ასევე გარე სივრცეში. რიკულები კიბის განუყოფელი ელემენტია, ასევე შეხვდებით ბუხრის გარშემო, აივნებზე და სამზარეულოში სხვადასხვა დანიშნულების საყრდენების სახით.  რიკულები დაამშვენებს თქვენი სახლის შესასვლელს.

ჩვენ ვამზადებთ ნებისმიერი დიამეტრის და სიმაღლის ულამაზესი მარმარილოს ქვის, ასევე ტრავერტინის ქვის კოლონებს და რიკულებს. ჩვენ აგრეთვე გვაქვს ყველა საჭირო მოწყობილობა მათი მონტაჟისთვის თქვენი სახლის ან სამუშაო ადგილის როგორც შიდა ინტერიერში, ისე ღია სივრცეში.